Wednesday, October 24, 2018

მკითხველთა კლუბი

https://drive.google.com/file/d/1_qZbiqIkGwwmhNDHrxudCX9OJyxJgiOv/view?ts=5bd0cf31
საწრეო მუშაობის გეგმა

წრის დასახელება
„მკითხველთა კლუბი“

სკოლა
სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარი სკოლა

სამიზნე ჯგუფი
III კლასის მოსწავლეები

ხელმძღვანელი
მასწავლებელი: ნანა ყურაშვილი

დისციპლინა
ქართული ენა და ლიტერატურა

თემატიკა
სხვადასხვა ჟანრის  ქართული საბავშვო ლიტერატურა (მოთხრობა, ლექსი, პოემა, იგავ-არაკი, პიესა, ზღაპარი, ენის გასატეხი, ანდაზა, გამოცანა)

პროფილი
მხატვრული კითხვა
აქტუალურობა და
მნიშვნელობა
დაწყებით კლასებში კითხვა მეტად რთული და მრავალმხრივი პროცესია.
 ბავშვებმა გამართულად კითხვა რომ შეძლონ, ამისთვის საჭიროა მათი მხრიდან დიდი ძალისხმევა და შრომა, რაც, მათთვის არც თუ ისე სახალისო პროცესია. ხოლო  თუ კითხვის პროცესს სახალისოს და საინტერესოს გავხდით, შედეგიც არ დააყოვნებს და მოსწავლეს წიგნთან დავაახლოებთ. „მკითხველთა კლუბის“ შექმნაც სწორედ ამ მიზეზებმა და პრობლემის აქტუალურობამ განაპირობა.

მიზანი
ü მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება: სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული მასალისგან განსხვავებული საბავშვო ლიტერატურის გაცნობა.
ü კითხვის ტექნიკის დახვეწა;
ü ზეპირმეტყველების განვითარება;
ü შეძლოს ნაწარმოების ირგვლივ მსჯელობა, ცალკეული პერსონაჟის დახასიათება, მათი დადებითი თუ უარყოფითი თვისებების გამოკვეთა,  პერსონაჟსა და საკუთარ თავს შორის პარალელის (მსგავსება-განსხვევების ) დადგენა
ü შემოქმედებითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა-განვითარება;
დაწყების დრო
2018-2019 სასწავლო წლის I სემესტრი

ხანგრძლივობა,
გრაფიკი და
მოსწავლეთა რაოდენობა
ერთი სემესტრი, კვირაში 2 სთ.
ორშაბათი,   ხუთშაბათი
5 მოსწავლე 
საჭირო რესურსი
საბავშვო წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, აუდიო-ვიდეო მასალა.

მოსალოდნელი
შედეგი
ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს, ცდილობს დაიცვას სათანადო ტემპი;
·         ხმამაღლა, თავისუფლად კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ ეპიზოდს, მცირე ზომის ტექსტებს;
·         ხმამაღლა კითხვისას იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.
·         აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას;

ქართ.დაწყ.(I).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

Ø  გამოხატავს წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს;
Ø  ტექსტში მოცემულ ინფორმაციას აკავშირებს პირად გამოცდილებასთან და გამოაქვს დასკვნა;
Ø  ასახელებს საყვარელ პერსონაჟს და ხსნის საკუთარ არჩევანს;
Ø  ასახელებს ნაწარმოების გმირების მოქმედების მოტივს (რატომ მოიქცა ასე) და აფასებს მათს საქციელს;
Ø  ასახელებს მულტფილმებს, სურათებს, ნახატებს, მოსმენილ და წაკითხულ ნაწარმოებებს, რომლებიც გაახსენდა ტექსტის კითხვის დროს; მსჯელობს მათ შორის მსგავსება-განსხვავებაზე.

ქართ.დაწყ.(I).10. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მაორგანიზებელი ელემენტების, სტრუქტურული და კომპოზიციური მახასიათებლების ამოცნობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·   მთლიანობაში აკვირდება ტექსტის სტრუქტურას, მის სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურს, რუბრიკას, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, სვეტს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს, მაგ., მსხვილ შრიფტსა და სხვ.) ინფორმაციის ამოკრების მიზნით;
·   ასახელებს ტექსტის კომპოზიციურ მახასიათებლებს (სათაურს, ილუსტრაციას, წარწერას, პირობით ნიშანს, რუბრიკას, აბზაცების რაოდენობას, სქემასა და სხვ.);
ამოიცნობს, რომელ რუბრიკაში, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია

ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს ტექსტის თემას;
·         ასახელებს ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს;
·         საკუთარი სიტყვებით, თანამიმდევრულობისა და აზრობრივი შესაბამისობის  დაცვით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს;
·         ამოიცნობს ტექსტის შინაარსს სათაურის მიხედვით.

ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აღწერს და ახასიათებს პერსონაჟებს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;
·         ავლებს პარალელს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავსა და პირად/ლიტერატურულ გამოცდილებას შორის;
·         მარტივი გამოთქმებით („მომწონს / არ მომწონს“, „საინტერესოა / უინტერესოა“, „ვეთანხმები/ არ ვეთანხმები“, „ერთგულია / მოღალატეა“, „მამაცია / მხდალია“ და ა. შ.) აფასებს ნაწარმოებს, პერსონაჟებს, მათს საქციელს და ცდილობს საკუთარი მოსაზრების ახსნას („არ ვეთანხმები იმიტომ, რომ...“, „საინტერესოა იმით, რომ...“ და ა. შ.).

   
N
თემა
აქტივობა
რესურსი
შეხვედრის თარიღი
 1

„შურიანი ფისო“
 (მოთხრობა)
·         მხატვრული კითხვა;
·         კითხვა როლებში;
·         ტექსტის „ჩემეული“ დასასრული.
მსჯელობა და დისკუსია.
დაბეჭდილი ფურცლებზე
25.10.18
29.10.18

 2
კარლო კოლოდი „პინოქიოს თავგადასავალი“
(თავი მეცხრე)  
  
·      მხატვრული კითხვა;

წიგნი
აუდიო-ვიდეო ჩანაწერი
05.11.2018
08.11.2018
3
შვლის ნუკრის ნაამბობი
(მოთხრობის ნაწყვეტი)
·      მხატვრული კითხვა;
·     მსჯელობა და 
  დისკუსია.

წიგნი;
აუდიო-ვიდეო ჩანაწერი
12.11.2018
15.11.2018
4
რ. ინანიშვილის :
„კეთილი ბებერი ბუები“
·      ჩუმი და ხმამაღალი კითხვა;
·      მხატვრული კითხვა;

დაბეჭდილი ფურცლებზე

19.11.2018
22.11.2018

5
იას უთხარით ტურფასა
(ლექსი)
·   ჩუმი და ხმამაღალი კითხვა;
·   მხატვრული კითხვა;
·   ლექსის დასწავლა
დაბეჭდილი ფურცლებზე

26.11.2018
29.11.2018
6
ზარმაცი მელა
(იგავი)
·   მხატვრული კითხვა;
·   ტექსტის „ჩემეული“ დასასრული.
·   მსჯელობა
დაბეჭდილი ფურცლებზე

03.12.2018
06.12.2018














































წრ ,,მკითხველთა კლუბი“

2018- 2019 სასწავლო წლის 25 ოქტომბერს ქვილიშორის საჯარო სკოლაში შეიკრიბ III კლასის მოსწავლეები - ქართული ენის წრის წევრები. მეცადინეობას ესწრებოდა წრის ყველა წევრი. მოსწავლეები გაეცნენ საწრეო მუშაობის მიზნებს, ამოცანებს, სამუშაო პროგრამასა და კონკრეტულად იმ საკითხებს, რომელზეც იქნება მუშაობა პირველი სემესტრის განმავლობაში.








              წრე  ,,მკითხველთა კლუბი“ 

29 ოქტომბერს III კლასში ჩატარდა ქართული ენის წრის მეცადინეობის მეო შეხვედრა. წრის მუშაობის მიზანი იყო ტექსტის სათანადო ინტონაციით და როლებში კითხვა. მოსწავლეები ტექსტს კითხულობდნენ გარკვევით, თავისუფლად და შესაბამისი ინტონაციით, რაც თავისთავად ხელს უწყობს კითხვის უნარ-ჩვევების დაუფლებას






ქართული ენისა და ლიტერატურის წრე - ,,მკითხველთა კლუბი“

5 ნოემბერს III კლასში ჩატარდა ქართული ენის წრის მეცადინეობის მესამე შეხვედრა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ნაწყვეტები კარლო კოლოდის ნაწარმოებიდან "პინოქიოს თავგადასავალი".გაიხსენეს ფილმიც და გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება მთავარი პერსონაჟის მიმართ.








წრის ,,მკითხველთა კლუბის“ მე-4 შეხვედრა შედგანოემბერს თემაზე: საყვარელი ნაწარმოების ეპიზოდის წაკითხვა თანაკლასელებისათვის
მიზანი: წიგნიერების დონის ამაღლება
მოსწავლეებმა საყვარელი ნაწარმოებებიდან წაკითხული ეპიზოდის მიხედვით გააკეთეს ნახატები.


12 ნოემბერს ქართული ენისა და ლიტერატურის წრის ,,კითხველთა კლუბის" მორიგი მეხუთე შეხვედრა შედგა თემაზე: მხატვრული ტექსტის წაკითხვა-განხილვა. მიზანი: წიგნიერების დონის ამაღლება. ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ინტეგრირება ხელოვნებასთან. მოსწავლეებმა წაიკითხეს ვაჟა-ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობი“. გამოყენებული აქტივობები ხელს უწყობდა ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.





15 ნოემბერს ქართული ენისა და ლიტერატურის წრის ,,კითხველთა კლუბისმორიგი შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა შექმნეს წაკითხული ეპიზოდის შესაბამისი ნახატები და მოხდა მათი გამოფენა.






19 და 22 ნოემბერს ჩატარდა ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მორიგი მეცადინეობა.
თემა-რევაზ ინანიშვილის ,,კეთილი ბებერი ბუები".


26 და 29 ნოემბერს გაიმართა წრის მეცადინეობები.  წრის წევრებმა მოისმინეს ვაჟა-ფშაველას ლექსი ,,იას უთხარით ტურფასა". ისაუბრეს და გაუზიარეს ერთმანეთს მოსმენილის შესახებ შთაბეჭდილებები. ბოლოს კი დაისწავლეს ლექსი ზეპირად.

ქართული ენისა და ლიტერატურის წრე - ,,მკითხველთა კლუბი“


3 დეკემბერს III კლასში ჩატარდა ქართული ენის წრის მეცადინეობის შეხვედრა. მოსწავლეებმა წაიკითხეს იგავი ,,ზარმაცი მელა".

 ქართული ენისა და ლიტერატურის წრე - ,,მკითხველთა კლუბი“

6 დეკემბერს III კლასში ჩატარდა ქართული ენის წრის მეცადინეობის მორიგი შეხვედრა. მოსწავლეებმა  მოახდინეს წაიკითხული იგავის ,,ზარმაცი მელა" ჩემეული დასასრული.



1 comment:

  1. წარმატებებს გისურვებთ.

    ReplyDelete